აბასტუმანი - სასტუმრო "კაპა" მისამართი: ადიგენის რაიონი, დაბა აბასთუმანი, რუსთაველის ქ. # 31 ტელეფონი: +995 599 51 87 60 მასპინძელი: ნატო კაპანაძე აბასთუმნის საოჯახო სასტუმრო “კაპა” ადიგენის გადასახვევიდან 12კმ-ზე მდებარეობს. ძირითად კორპუსში 8 ორადგილიანი და 2 სამადგილიანი ოთახია საკუთარი სველი წერტილით. საზაფხულო კოტეჯში 1 ორადგილიანი და 2 სამადგილიანი ოთახი მდებარეობს. სასტუმრო ახლოს არის როგორც გოგირდის აბანოებთან, ასევე წიწვოვან ტყესთან. იზოლირებული ეზო კეთილმოწყობილია შადრევნებით და საქანელებით. სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი სასიამოვნო დასვენებისთვის.
 
ახალციხე - საოჯახო სასტუმრო მისამართი: ქ. ახალციხე, ყაზბეგის ქ. # 48 ტელეფონი: +995 599 96 73 30 მასპინძელი: ეთერ ზუბაშვილი
ზუბაშვილების სასტუმრო სახლი ახალციხის უძველეს ნაწილში - რაბათში მდებარეობს. პირველ სართულზე განთავსებულია სასტუმრო ოთახი ბუხრით, სამზარეულო, 5 ორადგილიანი საძინებელი ოთახი საზიარო 2 სველი წერტილით. სახლის მეორე სართულზე განლაგებულია 3 ორადგილიანი საძინებელი ოთახი საერთო სველი წერტილით და ასევე დიდი ვერანდა ბუხრით. ეზოს ამშვენებს სხვადასხვა ყვავილები და ვაზის პატარა ტალავერი.
 

ახალციხე - საოჯახო სასტუმრო " ახალი სახლი" მისამართი: ქ. ახალციხე, გვარამაძის ქ. 33 ტელეფონი: +995 599 93 73 43 მასპინძელი: მარინა აღოშაშვილი
სასტუმრო სახლის პირველ სართულზე განთავსებულია მოზრდილი სასადილო, სასტუმრო ოთახი ბუხრით და ბარით. აქვეა სამზარეულო, 1 ორადგილიანი საძინებელი ოთახი 2 საერთო სველი წერტილით. მეორე სართულზე სტუმრებს ეთმობა მოსასვენებელი ოთახი, 3 ორადგილიანი საძინებელი ოთახი საკუთარი სველი წერტილით და 1 ორადგილიანი ოთახი საერთო სველი წერტილით. ოჯახს აქვს მცირე მეურნეობა.
 
ახალციხე - საოჯახო სასტუმრო " ედემი" მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. N105ა ტელეფონი: +995 599 18 51 59 +995 599 93 73 38 +995 365 2 2 00 35 მასპინძელი: მარინა ნარიაშვილი სასტუმრო სახლი ქალაქის შემოგარენში, წყნარ ადგილას მდებარეობს. პირველ სართულზე განთავსებულია სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, სასადილო და საერთო სველი წერტილი ჯაკუზით. აქვეა 2 საბანკეტო დარბაზი. მეორე სართულზე სტუმრებს ეთმობა 2 საძინებელი ოთახი სველი წერტილებით, 1 ლუქსი, 1 საძინებელი ოთახი ინდივიდუალური სველი წერტილით და 3 საძინებელი ოთახი 1 სველი წერტილით. აქვეა მოსასვენებელი ოთახი ბუხრით. საოჯახო სასტუმროს ეზოში მდებარეობს ორადგილიანი კოტეჯი ბუხრით, ინდივიდუალური სველი წერტილითაA და სამზარეულოთი.
ახალციხე - საოჯახო სასტუმრო " არიალი" მისამართი: ქ. ახალციხე, გრიგოლ ხანძთელის ქ. # 30 ტელეფონი: +995 593 35 33 05 +995 599 71 01 10 მასპინძელი: ქეთევან მელიქიძე ორსართულიანი საოჯახო სასტუმრო სახლის პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო და სასადილო ოთახი. მეორე სართულზე მდებარეობს სტუმრების მოსასვენებელი ოთახი, 5 საძინებელი ოთახი ინდივიდუალური სველი წერტილებით. ერთ-ერთ საძინებელში არის ბუხარი.

ახალციხე - საოჯახო სასტუმრო "იკასო" მისამართი: ქ. ახალციხე, ასპინძის ქ. # 35 ტელ: +995 593 14 00 24 მასპინძელი: ზაზა ლომიძე
ლომიძეების საოჯახო სასტუმრო ახალციხის გარეუბანში მდებარეობს. სახლს გარს არტყია გამწვანებული ეზო ვაზის ხეივნით. სახლის პირველი სართული უკავია სასტუმრო ოთახსა და სამზარეულოს, იქვეა საერთო სველი წერტილი. მეორე სართულზე განთავსებულია სასტუმრო ოთახი და 4 ორადგილიანი საძინებელი ოთახი ერთი საზიარო სველი წერტილით.
აწყური - საოჯახო სასტუმრო " ნიკა და გიორგი" მისამართი: ახალციხის რაიონი, სოფ. აწყური ტელეფონი: +995 599 91 62 37 +995 555 25 93 55 მასპინძელი: მაია აიწურაძე აიწურაძეების საოჯახო სასტუმრო ახალციხიდან 18 კმ-ით არის დაშორებული. სასტუმრო სახლის პირველ სართულზე მდებარეობს ბუხრიანი სასტუმრო ოთახი, 2 ორადგილიანი და 1 ოთხადგილიანი საძინებელი ოთახი საერთო სველი წერტილით. ეზოში გამართულია ფინური აბანო. საკარმიდამო ნაკვეთზე ვაზის ტალავერი და ხეხილის ბაღია გაშენებული. აიწურაძეების ოჯახი 2008 წლიდან არის “პან პარკის” წევრი, ეწევა მცირე მეურნეობას, ჰყავს ცხენები და სთავაზობს სტუმრებს საცხენოსნო ლაშქრობას ახლომდებარე ღირსშესანიშნაობების გასაცნობად.


კლდე - საოჯახო სასტუმრო - სოფლის სახლი მისამართი: ახალციხის რაიონი, სოფ. კლდე ტელეფონი: +995 555 77 54 34 მასპინძელი: დიანა კურტანიძე
სასტუმრო სახლი მდებარეობს ქ. ახალციხიდან 6 კმ-ის დაშორებით. სახლში სტუმრებისათვის განკუთვნილია 3 ორადგილიანი ოთახი 2 საერთო სველი წერტილით, ბუხრიანი სასტუმრო ოთახი და სამზარეულო. სახლს ორი მხრიდან დიდი აივანი აკრავს. მასპინძელს აქვს მეურნეობა და ნატურალური პროდუქტით უმასპინძლდება სტუმრებს.
 
საოჯახო სასტუმრო "მაგი" მისამართი: ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, 9 აპრილის ქ. #7 ტელეფონი: +995 599 19 38 42 მასპინძელი: დათო კაპანაძე სასტუმრო სახლი “მაგი” მდებარეობს დაბა ბაკურიანში. სასტუმროს აქვს 9 ნომერი, 26 საწოლი ადგილი ინდივიდუალური სველი წერტილებით. აქვეა საკონფერენციო დარბაზი, სასადილო და სამზარეულო, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით დამზადებული ქართული და ევროპული კერძებით გაგიმასპინძლდებიან. სასტუმროს ეზოში ბავშვებისათვის მოწყობილია მცირე აუზი და სხვა მრავალი გასართობი.
 
ქვაბისხევი - საოჯახო სასტუმრო მისამართი: ბორჯომის რაიონი, სოფ. ქვაბისხევი ტელეფონი: +995 555 72 63 86 მასპინძელი: რუსუდან ხუციშვილი
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ბორჯომიდან 18 კმ-ზე. ორსართულიან სახლს აკრავს კეთილმოწყობილი ეზო. სასტუმრო სახლის პირველ სართულზე განთავსებულია მოზრდილი სასადილო ოთახი ბუხრით და საერთო აბაზანით. მეორე სართულზე სტუმრებისთვის განკუთვნილია მოსასვენებელი ოთახი, 2 ორადგილიანი საძინებელი და სამზარეულო. ოჯახს აქვს მცირე მეურნეობა და სტუმარს უმასპინძლდება ნატურალური პროდუქტით.
 
ასპინძა - აგროტურისტული მეურნეობა “ბერმუხა” მისამართი: დაბა ასპინძა, გოგებაშვილის ქ. #1 ტელეფონი: +995 599 18 17 63 მასპინძელი: გულიკო ლეკიშვილი ორსართულიან კეთილმოწყობილ სასტუმრო სახლში პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო და სველი წერტილი. მეორე სართულზე მდებარეობს 4 ორადგილიანი საძინებელი ოთახი და 3 საზიარო სველი წერტილი. სახლის ორივე სართულს აკრავს ვერანდა, რომელიც მდ. მტკვარს გადაჰყურებს. სახლის ეზოში არის რიყის ქვით მოპირკეთებული და კეთილმოწყობილი ბუხრიანი ოთახი, ბოსტანი და ხეხილის ბაღი.
 
ასპინძა - საოჯახო სასტუმრო “ჩიკო” მისამართი: დაბა ასპინძა, ვარძიის ქ. #9 ტელეფონი: +995 593 90 64 05 მასპინძელი: ტიტიკო ნემსაძე სასტუმრო სახლის პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო, ბუხრიანი დიდი მისაღები ოთახი, 3 ორადგილიანი და 1 ერთადგილიანი საძინებელი ოთახი; მეორე სართულზე - მოზრდილი სასტუმრო ოთახი და 4 ორადგილიანი საძინებელი ოთახი. ვერანდიდან მტკვრის ხეობის მშვენიერი ხედები იშლება. ორივე სართულზე თითო საერთო სველი წერტილი მდებარეობს. ნემსაძეების კარმიდამოში ქართული, კერძოდ მესხური ყოფის დამახასიათებელ მრავალ ელემენტს შეხვდებით. იქვე მოწყობილია ტრადიციული კერა და წყარო. ნახევრად ღია ფანჩატურს საზაფხულო სამზარეულო აკრავს, სადაც თონე და მესხური ფურნეა გამართული.
 

ასპინძის რაიონი, სოფ. ნაქალაქევი - აგროტურისტული მეურნეობა “თირები” მისამართი: ასპინძის რაიონი, სოფ. ნაქალაქევი ტელეფონი: + 995 599 33 88 71 მასპინძელი: სერგო მაისურაძე
აგროტურისტული მეურნეობა “თირები” მდებარეობს დაბა ასპინძიდან 25კმ-ზე, სოფლის განაპირას, თმოგვის ციხის ძირში, წყნარ და მყუდრო გარემოში. სტუმრებისათვის დათმობილია 2 ორადგილინი ოთახი ინდივიდუალური სველი წერტილით და 2 ორადგილიანი ოთახი საერთო სველი წერტილით, ასევე მისაღები ოთახი ბუხრით და სამზარეულო. მასპინძელს აქვს მსხვილფეხა საქონლის ფერმა და სტუმრებს უმასპინძლდება ნატურალური პროდუქტებით.
  
ასპინძის რაიონი, სოფ. თმოგვი - სოფლის სახლი მისამართი: ასპინძის რაიონი, სოფ. თმოგვი ტელეფონი: +995 595 28 57 50 მასპინძლები: ქეთი ცისკარაძე და გელა ზაზაძე სოფლის სახლი ასპინძიდან 21კმ-ზე, უძველეს მესხურ სოფელ თმოგვში მდებარეობს. სტუმრების განკარგულებაშია 2 ორადგილიანი საძინებელი ოთახი საერთო სველი წერტილით. აქვეა სასადილო და მოსასვენებელი ოთახი. დიდი ვერანდა საზაფხულო სასადილოს ფუნქციას ასრულებს. ეზოს დეკორატიული ყვავილები, ვარდებისა და ვაზის ხეივანი ამშვენებს.
ბორჯომის რაიონი, სოფ. სადგერი - საოჯახო სასტუმრო “ლილუ” მისამართი: ბორჯომის რაიონი, სოფ. სადგერი ტელეფონი: +995 599 56 24 24 მასპინძელი: მარინა გელაშვილი საოჯახო სასტუმრო “ლილუ” ბორჯომიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ორსართულიანი სასტუმროს წინა ეზოში გაშენებულია ხეხილის ბაღი. იქვეა თონე. სასტუმრო სახლის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სამზარეულო და სველი წერტილი.Mმეორე სართულზე არის ერთი ორადგილიანი საძინებელი, მანსარდაში კი საერთო ოთახი, ორადგლიანი საძინებელი და საერთო სველი წერტილი. მეორე სართულსა და მანსარდას აქვს ღია აივნები. მასპინძელს ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩაზე აქვს საცხოვრებელი სახლი 4 საძინებელი ოთახითა და ინდივიდუალური სველი წერტილებით.
 
 
ბორჯომის რაიონი, სოფ. ტბა - საოჯახო სასტუმრო “ბეკო” მისამართი: ბორჯომის რაიონი, სოფ. ტბა ტელეფონი: +995 599 75 83 10 +995 590 75 83 10 მასპინძელი: ია ლომიძე http://beko.ge.iatp.net/ ლომიძეების საოჯახო სასტუმრო მდებარეობს მდ. ბორჯომულას ხეობაში. ბორჯომიდან 9 კმ-ის დაშორებით. სახლში სტუმრებს ეთმობა 3 ოთახი საზიარო სველი წერტილით, სამზარეულო და მოზრდილი აივანი. ოჯახი ეწევა საკუთარ მეურნეობას, ჰყავს მსხვილფეხა საქონელი. დიასახლისი გაგიმასპინძლდებათ საკუთარ ბაღში მოწეული ხილისგან დამზადებული კომპოტებით, პანტისა და გირჩის იშვიათი მურაბებით.
 
ბორჯომის რაიონი, სოფ. ტბა - საოჯახო სასტუმრო მისამართი: ბორჯომის რაიონი, სოფ. ტბა ტელეფონი: +995 599 25 91 81 მასპინძელი: მამუკა ლურსმანაშვილი ორსართულიანი მყუდრო საოჯახო სასტუმრო ბორჯომიდან 9კმ-ზე მდებარეობს. პირველ სართულზე განთავსებულია მოზრდილი მისაღები ოთახი ბუხრით, 2 ოთახი ინდივიდუალური სველი წერტილით და 2 ოთახი საერთო სველი წერტილით. აქვეა დიდი სასადილო ოთახი და სამზარეულო. მეორე სართულზე მდებარეობს მისაღები ოთახი, 3 საძინებელი ოთახი 1 საერთო სველი წერთილით. სახლს ირგვლივ აკრავს ვაშლის ბაღი.
ბორჯომის რაიონი, სოფ. ტიმოთესუბანი - სოფლის სახლი მისამართი: ბორჯომის რაიონი, სოფ. ტიმოთესუბანი ტელეფონი: +995 599 79 94 76 მასპინძელი: ქეთი გელაშვილი-ვერულავა სოფლის სახლი მდებარეობს ბორჯომიდან 15კმ-ზე მინერალური წყლებით, მარადმწვანე და შერეული ტყეებით მდიდარ რეკრეაციულ ზონაში. ეზოში არის ხეხილის ბაღი, საზაფხულო სამზარეულო, თონე და მოსასვენებელი ფანჩატური. უკანა ეზოში მოედინება პატარა მდინარე, მის გადაღმა კი არის საკალმახე მეურნეობა, საქათმე და მცირე ბოსტანი. სოფლის სახლის ორივე სართულზე 5 სამადგილიანი საძინებელი და 2 საერთო სველი წერტილია. ოჯახი ფლობს ახლომდებარე საზაფხულო თევზის რესტორანს.
 
ვარძია - სასტუმრო “ტაოსკარი” მისამართი: ასპინძის რაიონი, სოფ. ვარძია ტელეფონი: +995 599 54 35 40 /+995 598 24 24 03 მასპინძლები: გოჩა მაისურაძე, ნოდარ გიორგაძე http://taoskari.ge.iatp.net
საოჯახო სასტუმრო “ტაოსკარი” სოფ. ვარძიაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ორსართულიან სახლში სტუმართათვის განკუთვნილია 1, 2, 3 და 4 საწოლიანი საძინებელი ოთახები საკუთარი სველი წერტილით, ასევე დიდი მისაღები ოთახი ბუხრით. სასტუმრო სახლი ახლოსაა გოგირდოვან სამკურნალო წყლებთან, ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებთან.
 
ვარძია - ვალოდიას კოტეჯი მისამართი: ასპინძის რაიონი, ვარძია ტელეფონი: +995 599 11 62 07 მასპინძელი: ვალოდია ზაზაძე სასტუმრო კოტეჯი მდებარეობს ასპინძიდან 30 კმ -ზე, ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან. სახლს ყვავილებით გამწვანებული ეზო აკრავს. პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო და სასადილო ოთახი ბუხრით. მეორე სართულზე 4 ორადგილიანი საძინებელია საერთო სველი წერტილითა და ხის აივნით. კოტეჯის უკან ეზოში მოწყობილია აბანო. ზაზაძეების ოჯახი ეწევა მეფუტკრეობასა და მებაღეობას, აქვს საკალმახე მეურნეობა.
საოჯახო სასტუმრო რეგიონი:სამცხე-ჯავახეთი მდებარეობა:270 კმ თბილისიდან პირობები:2 ადგილიანი ოთახი, სამჯერადი კვება დამატებითი მომსახურებები:სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობა; ექსკურსიები, თევზაობა მასპინძელი: გოგიტა თათოშვილი საკონტაქტო ინფომრაცია: +/995 599/ 22 32 95 +/995 599/ 91 50 00
|