სამშვილდის ტურისტული ცენტრი მისამართი: სამშვილდე, თეთრიწყაროს რაიონი ტელეფონი: + 995 599 70 11 80 samshvilde.ge.iatp.net
სამშვილდის ტურისტული ცენტრი ქალაქ თეთრი წყაროდან 17 კმ.-ზე, მდინარე ხრამის ნაპირზე მდებარეობს. აქ სტუმრებისთვის განკუთვნილია 2 ორადგილიანი საძინებლი ოთახი, სასადილო, სასტუმრო ოთახი ბუხრით, სამზარეულო და სველი წერტილი. აივანი და მანსარდა მდინარესა და ტყის კორომებს გადაჰყურებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლები, კერძოდ, ისტორიული ციხექალაქის-სამშვილდის ნაშთები, ითევზაონ და დააგემოვნონ ტრადიციული კერძები. |