სტამბული
სტამბული თურქეთის მსხვილი ქალაქი, მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი, უმსხვილესი სამრეწველო-სავაჭრო და კულტურული ცენტრია. ამ ქალაქში თავმოყრილია ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, უცხოური სადაზღვევო სააგენტოები და საზოგადოებები.
ქალაქის ევროპულ ზონას ყურე ორ ნაწილად - ემინენიუდ (ძველი ქალაქი), რომელიც ძველ ნახევარკუნძულზეა განლაგებული და შუა საუკუნეების იერ-სახე აქვს შემორჩენილი, და ბეიოგლუდ (ახალ ქალაქად) ყოფს. ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მდებარეობს სავაჭრო-საპორტო რაიონი და საქმიანი და კულტურული ცენტრი.
აზიის მატერიკზე განლაგებულია ქალაქის მესამედი-უსკუდარი თავისი ვილებით მარმარილოს ზღვის სანაპიროზე და სამხედრო ყაზარმები. სტამბულის სხვადასხვა ნაწილს შორის კავშირი ბორანისა და ხიდების (მათ შორის ყველაზე გრძელი ხიდი 1970-73 წლებშია აგებული და მისი სიგრძე 1560 მეტრს შეადგენს) საშუალებით მყარდება. სტამბული 14 ადმინისტრაციულ რაიონად იყოფა.
ბოდრუმი
საუცხოო ადგილია თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის. ნახევარკუნძულზე ბოდრუმი საუცხოოდ არის შერწყმული ოქროსფერი სანაპიროები, გაერთიანებული ყურეები გამჭვირვალე წყლით, ფიჭვნარი, ფორთოხლის ხეებიანი მინდვრები, ულამაზესი მთები და ფერდობები, რაც ასე ძალიან უყვართ ევროპელ ტურისტებსა და ადგილობრივი ბოჰემის წარმომადგენლებს.
თბილი და სუფთა ზღვა, ასევე რბილი კლიმატი საუცხოო პირობებს ქმნის წყლის სპორტის ყველა სახეობით დაკავებისათვის. წყალქვეშ ცურვის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ ადგილობრივი რიფები, წყალქვეშ მდებარე გამოქვაბულები და ფერდობები გამოიკვლიონ. ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს ბარდაკჩის, ჰუმბეტას, ბიტეზას, ორტაკენტას, იალიზის, კარაინჩირას, ბაგლასა და აკიიარლარას პლაჟები. დასავლეთით თქვენს ყურადღებას მიიქცევს გუმუსლუკის (Gumusluk), იალიკავაკისა (Yalikavakა) და ტურგუტ რეისის (Turug Rvis) პლაჟები.
ბოდრუმი ულამაზესი პატარა ქალაქი და კურორტია, სადაც პატარა თეთრი სახლები დგას, რომელიც ადგილობრივ სტილშია გადაწყვეტილი. კურორტის ტერიტორიაზე უამრავი კაფე, ბარი, რესტორანია. სტუმრებს გულითადად ეპატიჟებიან თურქულ ყავასა და კოლორიტულ ადგილობრივ კერძებზე.
ბოდრუმიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს კაარადას (Karaada) წყარო, რომლის თბილი მინერალური წყალიც იდეალურია ბანაობისთვის. როგორც ამბობენ, ეს წყალი ფერს იცვლის.
ბოდრუმის ისტორიიდან
ბოდრუმი ისტორიკოს ჰეროდოტეს მშობლიური ქალაქია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტებს არამხოლოდ თავისი ლამაზი ბუნებით, არამედ თავისი მდიდარი ისტორიითაც იზიდავს. ადგილობრივი მოსახლეობის წინაპრები ნახევარკუნძულზე ბევრი საუკუნის წინ დასახლდნენ. ჩვენს ერამდე 100 წელს ტომები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მიგრაციის დროს ჩავიდნენ, სწორედ იქ დასახლდნენ, სადაც ახლა ბოდრუმის ციხე-სიმაგრე მდებარეობს.
ჩვენ ერამდე VI ასწლეულის პირველ ნახევარში ქალაქი ლიდიელების მიერ იყო დაპყრობილი და ის ირანელების მფლობელობაში ჩვ. ერამდე 546 წელს გადავიდა. 377 წელს, დასავლეთ ანატოლიის ტერიტორია მეფე მაუზოლუსის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, რომელმაც ბერძნული სახელმწიფოს დედაქალაქი მილასიდან ჰალიკარნასში გადაიტანა, ქალაქი ქვის მაღალი გალავნით შემოსაზღვა და შიგნით სასახლეები, თეატღები და კოშკები ააგო. მისი მმართველობის დროს ჰალიკარნასმა საუცხოო წარმატებას მიაღწია.
დედოფალ ადას მმართველობის დროს ანატოლია ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო. დედოფლის კუბო, რომელიც ახლახანს აღმოაჩინეს ბრიტანეთის მუზეუმი ექსპონატია. ალექსანდრეს დაღუპვის შემდეგ, ანატოლია როდოსსა და პერგამონს დაექვემდებარა, ხოლო მოგვიანებით რომაელების ხელში გადავიდა.
ბოდრუმი, რომელიც სხვადასხვა დროს ბერძნებს, რომაელებს, ბიზანტიელებს, თურქებს, იტალიელებსა და იოანიტ რაინდებს ეკუთვნოდა, ოსმანთა იმპერიის შემადგენლობაში XVI საუკუნეში შევიდა.
ბოდრუმის თავისებურებანი
ბოდრუმმა, თავისი ცოცხალი ატმოსფეროთი, თურქული ხელოვნების ცენტრის სტატუსი მოიპოვა, რადგან ის ადრეული პერიოდიდან ვე ითვლებოდა ევროპული და თურქული ელიტის საყვარელ დასასვენებელ ადგილად. კურორტის ტერიტორიაზე თქვენს ყურადღებას მიიქცევს არაოფიციალური ყოველდღიური ცხოვრების სტილი და აქტიური ღამის ცხოვრება. ბოდრუმში მიღებულია ადრიანი საღამოს ადგილობრივი სამზარეულოს კერძების დაგემოვნება.
ბოდრუმის ღირშესანიშნაობები
ძველ დროში, ბოდრუმი ცნობილი იყო, როგორც ჰალიკარნასი. სწორედ ამ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ცნობილი სამარხი, აგებული მეფე მოუსოლუსისა და მისი მეუღლის ანტემისია II-თვის, რომელის არქიტექტორ პიფეერს (Pყტჰეოს) ეკუთვნის. მისი მშენებლობა ჩვენს ერამდე 355 წელს დაიწყო და 340 წელს დასრულდა. ახლა ამ ტერიტორიაზე ქალაქის მუზეუმი მდებარეობს. ისტორიკოს პინიას ცნობით, სამარხი ოთხი ნაწილისგან შედგებოდა: ქვემოთ განლაგებულია მაღალი ბაზა, რომელზეც აგებულია გალერეა 36 კოლონით, ხოლო სახურავზე განთავსებული იყო მაუზოლოსისა და მისი მეუღლის ქანდაკებები. XIV საუკუნეში სამარხი მიწისძვრამ დაანგრია. მის ადგილას დარჩენილი ნანგრევები, მოგვიანებით, ბოდრუმის ციხე-სიმაგრის მშენებლობის დროს იქნა გამოყენებული. მეფისა და მისი მეუღლის ქანდაკებები, ასევე ყველაფერი ის, რაც სამარხში აღმოაჩინეს, ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული. ბოდრუმის შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე ან წმინდა პეტრეს კოშკი რაინდმა როდოსმა ააგო და ის XV საუკუნის არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია. დღეს ამ ტერიტორიაზე მდებარეობს წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმი.
ბელეკი
ბელეკი ანტალიის დასავლეთით, 30 კმ-ში მდებარეობს. ის თურქეთის ყველაზე ახალი საკურორტო რეგიონია. დიდ ქვიშიან სანაპიროებზე კომფორტული სასტუმროები მდებარეობს, რომელიც თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. ბელეკის ტერიტორიაზე ძირითადად, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და კლუბებია. ზაფხულში რაიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი სტუმრობს, ხოლო ზამთარში ბელეკში სპორტული ჯგუფები ჩადიან.
კურორტზე საუკეთესო პირობებია შექმნილი ვარჯიშისათვის, როგორც დახურულ, ისე ღია სპორტულ დარბაზებში. მისი განმასხვავებელი მახასიათებელი ფიჭვნარი, ულამაზესი ქვიშიანი პლაჟები და კომფორტული სასტუმროებია. ბელეკი ეს არამხოლოდ საუცხოო საცურაო აუზები, სპორტული გასართობი, თანამედროვე საფარის მქონე ტენისის კორტები, არამედ რბული სუპტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვაა.
მის სიახლოვეს განლაგებულია ნაციონალური პარკი „კეპრიულიუ კანიონი“. ის კიპარისისა და ევკალიპტის ულამაზეს ტყეს წარმოადგენს. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე 574 სახეობის ენდემური მცენარე და 109 სახეობის ფრინველია. „კეპრიულიუ კანიონში“ გიგანტური კუები მრავლდებიან. ნაკრძალში შესაძლებელია დაკავდეთ ალპინიზმითა და რაფტინგით.
ეს საკურორტო რაიონი საუკეთესოა ექსკურსიების მოსაწყობად. მის სიახლოვეს ანტიკური ქალაქის პერგეს ნანგრევები მდებარეობს, რომელიც ეფესის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლად ითვლება.
ბელეკზე საუბრის დროს შეუძლებელია არ ვახსენოთ ცნობილი გოლფ-ცენტრი. ანტალიის აეროპორტიდან ბელეკამდე 30 კმ-ია.
სიდე
თურქეთის წყნარი, უძველესი ქალაქია, რომელიც ნახევარკუნძულზე, ანტალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 68 კმ-ში მდებარეობს. სიდე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ საინტერესო ქალაქად ითვლება. დღეს სიდე სამხრეთ თურქეთის შედარებით ხმაურიანი ქალაქი და საზღვაო ვაჭრობის ცენტრია.
სიდეს ისტორია
სიტყვა „სიდე“ ბროწეულს ნიშნავს და ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენს. ქალაქის ისტორია ჩვენს ერამდე მე-7 საუკუნეში, პირველი ბერძნული კოლონიების გაჩენიდან იწყება. უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში, ქალაქის მეკობრეების მიერ დაპყრობის შემდეგ, სიდე სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მონების ყიდვა-გაყიდვის ცენტრად იქცა. მოგვიანებით, რომაელების ბატონობის პერიოდი დადგა და ქალაქი კულტურისა ხელოვნების ცენტრად გარდაიქმნა. იმ დროის ძეგლებს შორის ცნობილია ანტიკური თეატრი, რომელიც 20 000-მდე მაყურებელს იტევს, ასევე ათენასა და აპოლონის ტაძრები, ნეკროპოლი, რომაული თერმები.
გადმოცემებში ნახსენებია, არამხოლოდ სიდეს სიმდიდრე, არამედ ისიც, რომ ამ ქალაქში მდებარეობდა ყველაზე დიდი მონათა ბაზარი. აქ ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნეში უკვე ჰქონდათ საკუთარი მონეტები. ჩვენს ერამდე 334 წელს სიდე ალექსანდრე მაკედონელის, ხოლო ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ხმელთაშუა ზღვის მეკობრეების მფლობელობაში აღმოჩნდა. ბერძენი კოლონიზატორები აქ ჩვენს ერამდე მე-7 საუკუნეში დასახლდნენ.
თანამედროვე სიდე
ეს არის ქალაქი პატარა და მოდური ნაგებობებით, რომელიც კარგად არის შერწყმული საუცხოო ბუნებასთან. სიდეში ყველაფერი ანტიკური ქალაქის სტილშია გადაწყვეტილი, მასში წარსულისა და დღევანდელობის სული თანაცხოვრობს. ამ ქალაქში არის ულამაზესი პლაჟები და სუფთა ზღვა.
სიდეში მდებარე სასტუმროების უმრავლესობას საკუთარი პლაჟი აქვს. ამ კურორტზე ხშირად ჩადიან ბავშვებთან ერთად. სიდედან ტურისტები ხშირად ჩადიან ბელეკასა და ანტალიაში ასპენდოსის ამფითეატრში, ასევე მიდიან პერგეს ნანგრევებისა და კურშუნლუს ჩანჩქერის მოსანახულებლად.
ანტალია
ანტალია ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია თურქეთის ტერიტორიაზე. ანტალიის ისტორია დასაბამს ჩვენს ერამდე მე-2 საუკუნეში იღებს, როცა ბერგამის მეფემ, ათალოს II-მ თავის ქვეშევრდომებს დედამიწაზე სამოთხის მოძებნა უბრძანა, რათა ახალი, ლამაზი და მდიდარი ქალაქი დაეარსებინა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ამ ადგილს და წუხდნენ იმის გამო, რომ სამოთხე ვერ იპოვეს. თუმცა ერთხელ, მთის მწვერვალიდან, მათ წინაშე საუცხოო ხედი გადაიშალა. სწორედ ამ ადგილზე აშენდა ახალი ქალაქი, რომელსაც მეფის პატივსაცემად ატალეა ეწოდა. ქალაქის სახელწოდებამ ტრანსფორმაცია განიცადა და საბოლოოდ მას ანტალია დაერქვა.
დასვენება ანტალიაში
ანტალია თურქეთის ყველაზე ახალგაზრდა კურორტია, რომლის ცენტრიდანაც საერთაშორისო აეროპორტამდე სულ რაღაც 12 კმ-ია. ამ კურორტზე დასასვენებლად ბევრი საშუალებაა შექმნილი, მათ შორის რამდენიმე აკვაპარკი. ერთ სანაპიროზე ანტალიასთან ერთად ბევრი უძველესი ქალაქია აშენებული. სწორედ ძველისა და ახლის შერწყმის გამო, ანტალიის ქუჩები და მიდამოები საოცრად მიმზიდველია მოგზაურთათვის. ქალაქი-კურორტი ანტალია ზღვისკენ დაშვებულ პლატოზე, ზღვის დონიდან 40 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ტოროსის მთები, რომელის ფერდობებიც ფიჭვის ხეებით არის დაფარული, ზღვის სარკისებრი წყლისკენ ეშვება. განსაკუთრებით ლამაზია დიუდენის ჩანჩქერი, რომლის ნახვაც ანტალიის (და არამარტო ანტალიის, არამედ კამერის, ბელდიბის, ბელეკისა და სხვა ქალაქების) საგზურში უფასო ექსკურსიის სახით შედის. თანამედროვე სასტუმროების ქსელი, ბევრი კარგი რესტორანი, მყუდრო ყავახანები, გადაწყვეტილი ადგილობრივ სტილში, გასართობი ცენტრები, დისკოტეკები, ბევრი მაღაზია მრავალფეროვანი პროდუქციით, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სტუმრებს გულთბილად ხვდება-ყველაფერმა ამან ქალაქი-კურორტი და თურქული რივიერის ცნობილი დედაქალაქი ანტალია, ტურისტების დასასვენებლად საუკეთესო ადგილად აქცია. ყოველწლიურად ანტალია უამრავ ტურისტს მასპინძლობს, რომელთა დიდი ნაწილიც კურორტზე ხშირად ჩადის. ისინი ანტალიას არამხოლოდ დასვენების, არამედ მდიდარი ისტორული მემკვიდრეობისა და უძველესი ხელოვნებისა და არქიტექტურის გაცნობის მიზნით სტუმრობენ.
მარმარისი
სულ ცოტა ხნის წინ მარმარისი, ისევე, როგორც თურქეთის სანაპირო ქალაქების უმრავლესობა, ნაკლებადცნობილ სათევზაო სოფელს წარმოადგენდა, სადაც იშვიათად ჩადიოდა სამგზავრო გემი. რამდენიმე წლის განმავლობაში, მარმარისი საუცხოო კურორტად იქცა და დღეს იქ დასვენება ცხოვრებით ტკბობის საუკეთესო საშუალებაა.
მარმარისი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას განსაკუთრებულ ხიბლს ზღვისკენ დახრილი ფერდობები და საოცარი ყურეები სძენს. მარმარისი საუკეთესო ადგილია საზღვაო მოგზაურობით გატაცებულთათვის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის გასაცნობად. მარმარისიდან ძალიან ახლოს მდებარეობს ბერძნული როდოსის კუნძული, ამიტომაც, თუ მარმარისში ჩახვალთ საშუალება გეძლევათ ერთდროულად ორ ქვეყანაში იმოგზაუროთ.
მარმარისის პლაჟებზე თქვენ გელოდებათ მრავალრიცხოვანი აქტიური გართობის საშუალებები: კატამარანით გასეირნება, პარასეილინგი, წყლის თხილამურები და ა.შ. ქალაქიდან 8 კილომეტრში კიდევ ერთი უნიკალური პლაჟია, რომელიც იჩმელერში მდებარეობს. თუ ეს ტერიტორიაც პატარად მოგეჩვენებათ, მაშინ შეგიძლიათ ესტუმროთ კლეოპატრას კუნძულების ქვიშიან სანაპიროს ან კუების პლაჟს.
მარმარისში დასვენება განსაკუთრებულ სიამოვნებას წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს მიანიჭებს. მარმარისში რამდენიმე დაივინგ-ცენტრი მუშაობს. საღამოობით თქვენს განკარგულებაში იქნება ქალაქის მყუდრო ბარები და რესტორნები, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუცხოო კერზებს შემოგთავაზებენ. ღამის კლუბები და დისკოტეკები დილამდე ღიაა, ამიტომაც მოსაწყენად ნამდვილად არ გეცლებათ.
მარმარისში ცალკე ყურადღების გამახვილება შოპინგებზეც ღირს. მაღაზიებში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, შეგიძლიათ შეიძინოთ ტყავისგან დამზადებული ნივთები, ხალიჩები, სანდლები და ა.შ.
მარმარისი თურქეთის ნამდვილი მარგალიტია. წელიწადის ოთხივე დროს კურორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მასპინძლობს. თქვენც შეგიძლიათ მოხვდეთ ამ სტუმრებს შორის!
კუშადასი-ფრინველების კუნძული
რაიონის ცენტრს ქალაქი კუშადასი წარმოადგენს, რომელიც ეგეოსის ზღვის ყველაზე ლამაზი ყურეს სიახლოვეს მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია ერთ-ერთი ყველაზე სუფთა პლაჟი-ტუსან-კუშტური. კუშადასი ტურისტული ქალაქია ყურეს სანაპიროზე. მის შუაგულში, კუნძულზე, შუა საუკენეების ციხე-სიმაგრე დგას, რომელიც დღეს დიდ რესტორანს წარმოადგენს. თუ კუშადასში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ ქალაქის სავაჭრო ცენტრები და კალეიჩის კვარტალი, რომელიც ქალაქის გართობისა და დასვენების ცენტრს წარმოადგენს.
|