ლიკანი სასტუმრო "ვილა ლიკანი"

სასტუმრო "VILLA LIKANI " მდებარეობს ქალაქ ბორჯომში, კერძოდ ლიკანში რომანოვების სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან,. საოჯახო ტიპის სასტუმრო სადაც სიმყუდროვე და განუმეორებელი ბუნებაა, ულამაზესი პეიზაჟით გარემოცული სადაც გიწვევთ დაუვიწყარი დღეების გასატერებლად, "VILLA LIKANI’’-ს უპირატესობა წარმოადგენს მისი ტერიტორიული მდებარეობა, ნომრებიდან ჩანს ულმაზესი ხეობის ხედი, ისტორიული ძეგლი და მისი შემოგარენი, თუმცა მთავარი მაინც განუმეორებელი სამკურნალო ჰავაა, რასაც ირგვლივ გაშენებული ფიჭვნარი ქმნის. "VILLA LIKANI’’-ს ინტერიერი შესრულებულია ძველებურ ქართულ სტილში.

ნომრებში კომფორტი, სისუფთავე და სასიამოვნო გარემოა, თითოეულ ნომერს აქვს თავისი სველი წერტილი, ტელევიზორი და უკაბელო ინტერნეტი, სასტუმროს აქვს 4 ორსართულიანი ტიპის ნომერი, მეორე სართულზე განთავსებულია საძინებლები, 6 სტანდარტული ნომერი, ოთახები ევრო სტანდარტებითაა მოწყობილი, რომლის არჩევანიც მხოლოდ სტუმრის გასაკეთებელია.
ქართული სტუმართმოყვარეობა საქვეყნოდაა ცნობილი, დაუვიწყარია მისი სამზარეულოც, ჩვენ გთავაზობთ ნატურალურ პროდუქციაზე დამზადებულ მრავალფეროვან უგემრიელეს კერძებს, სასტუმროს მფლობელობაშია საბილიარდო ოთახი, ასევე საბავშვო გასართობი საშუალებები.
"VILLA LIKANI’’-ს ყავს საკუთარი მიკროავტობუსი, რომლითაც სურვილისამებრ შეგიძლიათ დაგეგმოთ მარშრუტები, ასევე ტურისტებს ვთავაზობთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე ცხენებით გასეირნებას.
დამატებითი მომსახურება: ექსკურსიები და პიკნიკები.
გელით "VILLA LIKANI’’-ში
მისამართი: საქართველო, ბორჯომი, ლიკანი მესხეთის № 4
E-mail: Fxikidze.inga@mail.ru
ტელ:+995 595 22 20 15