E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა
ამბროლაური

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
დასვენება მთაში
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
კოტეჯი ბაკურიანში
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








ტურიზმი საქართველოში დასვენება მთაში შატილი

საოჯახო სასტუმრო ხევსურეთში 2013-08-11 14:50

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. კორშა

მასპინძელი: მამუკა არაბული, შოთა არაბული

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ: +995 599 74 11 99; +995 595 50 31 34

აღწერა: სახლი მდებარეობს მთავარი გზის მიმდებარედ. აქვს დიდი გამწვანებული ეზო, რომელშიც 2 სახლი მდებარეობს, აქედან 1 ქირავდება. ეზოში არის მოსასვენებელი კუთხე სტუმრებისთვის, საკარვე ადგილი, პირსაბანი და თურქული ტუალეტი. სახლი ორსართულიანია. მორთულია ხის ელემენტებით, სუვენირებით და მასპინძლის ნახატებით. აქვს 3 მცირე მოხატული აივანი. 18 სტუმარს ეთმობა 7 საძინებელი ოთახი I პირველ სართულზე და 6-II სართულზე. ასევე I სართულზე არის სამზარეულო, დიდი მისაღები ოთახი, რომელიც ეთნოგრაფიული მასალით არის მორთული და ბუხარი აქვს. ასევე სველი წერტილი- აბაზანა და ტუალეტი, მეორე სართულზეა მეორე სველი წერტილი – ტუალეტი პირსაბანით. აივნებიდან იშლება ლამაზი ხედი. მასპინძელი გამოცდილია სტუმრების მიღებაში. მას აქვს ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ხელნაკეთობათა შეძენაა შესაძლებელი

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შატილი

მასპინძელი: ნანა გოგოჭური

ტიპი: კოტეჯი

მობ: +995 599 99 20 25

 

აღწერა: კოტეჯი მდებარეობს ცენტრალური გზიდან 20 მეტრში. აქვს მანიშნებელი გზის გასაყართან. მისი მოზრდილი მწვანე ეზო მდებარეობს მდინარის პირას, საიდანაც მოპირდაპირე ნაპირზე მდებარე შატილის კოშკები მოჩანს. ეზოში კიდია ჰამაკი. სახლი ხის არის, გადაკეთებულია ძველი რუსული სამხედრო კოტეჯიდან. სახლს აქვს პარმაღი, მისაღები ოთახი, 2 საძინებელი 12 სტუმარს ეთმობა. სახლის გარეთ კაპიტალურად ნაშენ შენობაში არის აბაზანა და ტუალეტი. ამავე სათავსოს გარედან მოშენებული აქვს სამზარეულო. სტუმრებს შეუძლიათ სასადილოდ გამოიყენონ პარმაღი ანდა მისაღები ოთახი. მასპინძელი სტუმართმოყვარეა.

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შატილი

მასპინძელი: ირმა გიგაური

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ: +995 595 50 36 22

 

 

აღწერა: სახლი მდებარეობს ქვემო შატილში მდინარის პირას. მასთან ხიდის მეშვეობით უნდა მიხვიდეთ. აქვს მომცრო შემორაგული ეზო რომელშიც ფუტკრის სკებია განლაგებული. აქვს მცირედ მოწყობილი პარმაღი. აქ სტუმრებს ეთმობა 3 საძინებელი, რომელთა ფანჯრები წინკარის მაგვარ ღია მიშენებულ განყოფილებაში გადის. აღნიშნულ მიშენებას სასადილო ოთახადაც იყენებენ. სახლის უკანა განყოფილებაში არის აბაზანა და თურქული ტუალეტი, ასევე სამზარეულო.

 

 

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შატილი

მასპინძელი: ჟუჟუნა ჭინჭარაული

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ:+995 599 20 32 08

 

აღწერა: სახლი მდებარეობს ცენტრალური გზიდან 30 მეტრში. აქვს მანიშნებელი გზის გასაყართან. მისი მოზრდილი მწვანე ეზო მდებარეობს მდინარის პირას, საიდანაც მოპირდაპირე ნაპირზე მდებარე შატილის კოშკები მოჩანს. ეზოში არის კოცონის დასანთები და კარვის გასაშლელი ადგილი. სახლი წარმოადგენს 1 სართულიან ხის კოტეჯს, რომელშიც რუსული ბაზა იყო განთავსებული. წინ აქვს აივანი სასადილო კუთხით.  12 სტუმარს დათმობილი აქვს 4 ოთახი, 1 აბაზანა და ტუალეტი. ეზოში არის დამატებითი ტურქული ტუალეტი. ასევე სახლის უკან არის მოწყობილი სამზარეულო წინ ღია გადახურული სივრცით.

დაკავებულობის გამო. საჭიროა დამატებითი ინსპექცია 1 წლის შემდეგ.

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შატილი

მასპინძელი: სოფო ჭინჭარაული

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ:+995 595 71 97 99

 

 

აღწერა: სახლი მდებარეობს ე.წ ზედა შატილში. შემორტყმული ქვს დაბალი ღობე და პატარა მოკირწყლული ეზო. სახლი 2 სართულიანია, მისი ქვედა სართული ნახევრად მიწურია. 10 სტუმარს 3 საძინებელი ოთახი, სასადილო და სასტუმრო ოთახი ეთმობა. სასტუმრო ოთახის აივანი მდინარეს გადაჰყურებს.

 

 

 

 

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შატილი

მასპინძელი: მიხეილ ჭინჭარაული

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ: +995 595 50 37 98

 

აღწერა: სახლი მდებარეობს ე.წ ზედა შატილში. ქუჩის მხრიდან ეზო არ აქვს, თუმცა სახლს უკან საკმაოდ დიდი ზომის ეზო არტყავს. სახლი 2 სართულიანია. 14 სტუმარს ეთმობა 4 ოთახი, სასტუმრო და სასადილო ოთახები. ორივე სართულზე მდებარეობს 2-2 საძინებელი ოთახი. ზედა სართულზე არის 1 სველი წერტილი. სასადილო ოთახი გაფორმებულია ტრადიციული ელემენტებით და აქვს დიდი ზომის ბუხარი. მასპინძელი ადგილობრივი ექიმია და მთელი წლის განმავლობაში შატილში იმყოფება.

 

 

 

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შატილი

მასპინძელი: ვაჟა ჭინჭარაული

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ: +995 595 50 36 57

 

აღწერა: სახლი მდებარეობს ე.წ ზედა შატილში. ქუჩის მხრიდან აქვს პატარა შემოღობილი ეზო, ხოლო უკან მცირე აივნები. სახლი 2 სართულიანია და აქვს მანსარდა. 9 სტუმარს 4 ოთახი ეთმობა. მანსარდაში განლაგებულია 2 საძინებელი და ტუალეტი პირსაბანით, ზედა სართულზე არის ორი საძინებელი და აბაზანა+ტუალეტი. ქვედა სართულზე არის დიდი სასადილო ოთახი ბარით და სამზარეულო. სახლი საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი, მასპინძელს აქვს ტურისტების მიღების მრავალწლიანი გამოცდილება. ასევე ე.წ კოშკების მიდამოებში აქვს საკუთარი კოშკი, სადაც ასევე აქირავბს ოთახებს.

 

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შატილი

მასპინძელი: მზია ჭინჭარაული

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ: +995 595 51 84 52

 

აღწერა: სახლი მდებარეობს ე.წ ზედა შატილში. ქუჩის მხრიდან აქვს პატარა შემოღობილი ეზო. ინსპექციის დროს სახლში 2 საძინებელია, რომელიც 6 სტუმარზეა გათვლილი. არის 1 სველი წერტილი – აბაზანა+ტუალეტი. სახლში სტუმრებს ასევე ეთმობათ სასადილო-სამზარეულო ოთახი.

 

 

 

 

 

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შატილი

მასპინძელი: მზია წიკლაური

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ: +995 599 80 73 80

 

აღწერა: სახლი მდებარეობს ე.წ ზედა შატილში. ქუჩის მხრიდან აქვს პატარა შემოღობილი ეზო, რომელშიც მასპინძლის ნახელავი მოსასვენებელი კუთხეა მოწყობილი. სახლი ორ-სართულიანია და 11 სტუმრისათვის 5 ოთახი არის გამოყოფილი. ზედა სართულზე 2 საძინებელი და 1 სველი წერტილია განლაგებული, ასევე მისაღები ოთახი, და სამზარეულო-სასადილო ოთახი.

ქვედა სართულზე არის 3 იზოლირებული საძინებელი, რომელთაგანაც ერთს აქვს წინკარში გამავალი ფანჯარა, ხოლო 1 უფანჯროა, ამავე დონეზე არის ასევე მეორე სველი წერტილი. შუაში არის ოთახი, რომელიც არ არის იზოლირებული, თუმცა საძინებლად გამოიყენება. სახლშია არის მოწყობილი

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შატილი

მასპინძელი: დათო ჭინჭარაული (ჯალაბაური)

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ: +995 598 12 76 14

 

აღწერა: სახლი მდებარეობს ძველი კოშკების მიდამოში. საოჯახო სასტუმრო წარმოადგენს ტრადიციულ ხევსურულ სამსართულიან კოშკს. შესასვლელში არის მოწყობილი ტრადიციული ელემენტებში გადაწყვეტილი მოსასვენებელი კუთხე. ამავე სართულზეა სველი წერტილი- აბაზანა + ტუალეტი. მეორე და მესამე სართულებზე 2-2 საძინებელი ოთახი მდებარებს, რომელშიც 16 სტუმარი თავსდება. მესამე სართულზეა აივანი, რომლიდანაც მდინარის ხედი იშლება. სახლს ფანჯრების მაგივრობას ტრადიციული სათოფურები უწევს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შატილი

მასპინძელი: შორენა ჭინჭარაული

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ: +995 598 37 03 17

 

 

აღწერა: სახლი მდებარეობს ძველი კოშკების მიდამოში. საოჯახო სასტუმრო წარმოადგენს ტრადიციულ ხევსურულ სამსართულიან კოშკს. შამივე სართუმზე არის 2-2 საძინებელი 12 სტუმრისათვის. ქვედა სართულზე არის 2 სველი წერტილი, ორივე აბაზანითა და ტუალეტით.

მეორე და მესამე სართულებზეა აივანები, რომლებიდანაც მდინარის ხედი იშლება. სახლს ფანჯრების მაგივრობას ტრადიციული სათოფურები უწევს. შახლს უკან არის მოწყობილი სამზარეულო.

 

 

 

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. შატილი

მასპინძელი: ლელა გოგოჭური

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ: +995 594 34 74 76

 

აღწერა: სახლი მდებარეობს ზედა შატილისა და ქვედა შატილის გზაჯვარედინთან ახლოს დასახლების ქვედა ნაწილში.Mწვანე ეზოს საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს. მის ტერიტორიაზე სტუმრებს 1 სახლი და 1 კოტეჯი ეთმობათ. ეზოში ასევე განლაგებულია თურქული ტუალეტი, პირსაბანი, ფაცხები და ფუტკრის სკები. ცენტრალურ შენობას მეორე სართულად მანსარდა ადგას. მასში 1 სველი წერტილია –აბაზანა და ტუალეტი, ასევე მოსასვენებელი ოთახი, სამზარეულო, შიდა კიბე და აივანი. სახლის უკანა ნაწილში არის კიბე და მცირე აივანი, რომლის გავლითაც ზედა სართულზე მებარე საძინებლებშიც მოხვდებით. აქ 11 სტუმრს 4 ოთახი ეთმობა. კოტეჯში 8 სტუმრის მოთავსება შეიძლება 2 იზოლირებულ ოთახში (თუმცა კოტეჯში 3 საძინებელია)

 

 

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. გუდანი

მის: გუდანი

მასპინძელი: ძილა ჭინჭარაული

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ: +995 593 30 11 70

 

 

აღწერა: სახლი მდებარეობს სოფელ გუდანში მარკირებული ტურისტული ბილიკის სიახლოვეს. სახლის შემოგარენი ტრადიციული წესითა არის მოპირკეთებული. Aსახლს აქვს დიდი აივანი მშვენიერი ხედით. აქ 14 სტუმარს 5 ოთახი ეთმობა. ზედა სართულზე მდებარეობენ საძინებლები. ქვედა სართულის შესასვლელში მოწყობილია ტრადიციული სამოსისა და მოსართავების კუთხე. ამავე სართულზე არის სველი წერტილი – აბაზანა+ტუალეტი. მასპინძელი გამოცდილია სტუმრების მიღებაში. აქვს სახლის პროდუქტები და ასევე გუდანის ზედა მხარეს სასადილოსაც უძღვება.

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. როშკა

მასპინძელი: შოთა წიკლაური

ტიპი: საოჯახო სასტუმრო

მობ: +995 599 39 97 89

 

აღწერა: სახლი მდებარეობს სოფელ როშკის უმაღლეს წერტილში, ტურისტული ბილიკის სიახლოვეს. სახლი ორსართულიანია და აქვს აივანი, რომლიდანაც იშლება ულამაზესი ხედი სოფელზე. აივანზე არის მოწყობილი ტრადიციული კუთხე.

სახლის პირველ სართულზე არის დიდი სასადილო ოთახი და სამზარეულო. მეორე სართულზე არის 13 სტუმრისთვის განკუთვნილი 4 საძინებელი და მისაღები ოთახი.

შენობის გარეთ არის კაპიტალურად ნაშენი სველი წერტილი ორი განყოფილებით: აბაზანა და ტუალეტი პირსაბანით. მეპატრონეს აქვს საკუთარი პროდუქტები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 


 

 

 

 


 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 


 





 

 


 

 

 

 

 


 




 

 

 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2017 Davisvenot.GE
web stats script