სოფელ დართლოში მდინარის გადაღმა სასაფლაოზე ორი მიწისზედა აკლდამაა. ასეთი აკლდამები მხოლოდ იმ სოფლებშია, სადაც გადმოცემით ხოლერა ყოფილა. ხოლერას თუშები "ჟამს” ეძახიან ხოლო ეპიდემიის მძვინვარების პერიოდს - "ჟამიანობას”...
დართლო არის პირიქითის ხეობის ულამაზესი სოფელი. იგი გამოცხადებულია არქიტეატურულ ნაკრძალად. დართლო მიეკუთვნება თუშური დასახლების იმ კატეგორიას, რომელშიც ძველმა დასახლებამ განვითარება განიცადა....