ბაკურიანი SPA "კრისტალი"

www.hotelcrystal.ge

სასტუმრო „კრისტალი“ დიდველის საბაგირო სადგურიდან რამოდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს სოფლის დასახლებიდან მოშორებით (ცენტრიდან 2 კმ) და გარშემორტყმულია ტყეებითა და მთის ფერდობებით - ეს ბაკურიანის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობაა.

სასტუმროს არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი შესრულებულია მოდერნის სტილში. გამოყენებული ხისა და ბუნებრივი ქვის მოსაპირკეთებელი მასალები სრულიად შეესაბამება სამთო კურორტის ხასიათს და ამავე დროს, ქმნიან ფუფუნების ატმოსფეროს. შენობას გარს აკრავს კეთილმოწყობილი ეზო საბავშვო სათამაშო მოედნითა და დაცული ტერიტორიით პარკინგისთვის 50 მანქანაზე.

„კრისტალი“ გთავაზობთ ყოველმხრივ აღჭურვილ კომფორტულ ნომრებს, თანამედროვე დიზაინითა და ულამაზესი ხედებით. თქვენს განკარგულებაშია ასევე საცურაო აუზი, საუნა, ჰიდროფუზიური მინი-აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, ბარი, ბილიარდი, საბავშვო ოთახი, სათამაშო მოედანი და სასიამოვნო გარემო.

„კრისტალის“ სამზარეულო ევროპულ და ქართულ კერძებს გთავაზობთ. მენიუ იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი გემოვნების სტუმარს დააკმაყოფილებს.

სასტუმრო გთავაზობთ აგრეთვე სეზონურ ტურებს ბურანებით, კვადროციკლებით ან ცხენებზე.

სასტუმრო კრისტალი გიწვევთ დაუვიწყარი დროის გასატარებლად,

საქართველოს სახელგანთქმულ კურორტზე - ბაკურიანში!

მის: საქართველო,ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, დიდველის მიმდებარე ტერიტორია

მობ: +995 595 461 461

E-mail: info@hotelcrystal.ge

crystaldidveli@yahoo.com

www.hotelcrystal.ge