ერევანი სასტუმრო "Ani Plaza"

სასტუმრო "Ani Plaza" ყველაზე დიდი სასტუმროა სომხეთში. იგი დედაქალაქის ცენტრში, საიათნოვას გამზირზე მდებაროებს.

260 კომფორტული ნომრის მქონე სასტუმრო სხვადასხვა სახის მომსახურებას გთავაზობთ.
 
სტუმრებისთვის მუშაობს რესტორანი, კაფე, ბარები, საკონფერენციო დარბაზები, SPA სალონი, აუზი, ფიტნეს ცენტრი.
 
სასტუმროში სულ 4 საკონფერენციო დარბაზია. ისინი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და 360 ადამიანს იტევს.
 
დარბაზები გამოსადეგია როგორც სემინარების, ტრენინგების, შეხვედრების ჩასატარებლად, ისე ბანკეტის, დაბადების დღისა და ქორწილის გადასახდელად.
 
სასტუმროს ნომრები გათვლილია, როგორც ტურისტებსა და ბიზნესმენებზე, ისე ოჯახებზე, რომლებიც კომფორტულად დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას.
 
ფანჯრებიდან შესანიშნავი ხედები იშლება, სტუმრებს ქალაქის ღირშესანიშნაობებით ტკბობის საშუალება აქვთ.
 
სასტუმროს რესტორანში სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან როგორც სომხური კულინარიის შედევრები, ისე ტრადიციული ევროპული კერძები.
 
სასტუმროს ტერიოტორიაზე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად მოქმედებს: ლაუნჯ ბარი, კაფე და გარდენ ბარი.
 
სასტუმროდან საერთაშორისო აეროპორტამდე "ზვარტნოცამდე" მისასვლელად სულ რაღაც 15 წუთია საჭირო.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 
ტელ.: +37410 589 500, +37410 589 700
 
ელ-ფოსტა: info@anihotel.com, reservation@anihotel.am, sales@anihotel.am
 
ვებგვერდი: www.anihotel.com