პროექტი ხორციელდება საგამომცემლო სახლ "ნავიგატორის" მიერ.
ჩვენი მიზანია საქართველოში ტურიზმის, დასვენების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს მხარდაჭერა, არსებული პოტენციალის წარმოჩენა და ფართო მასებისთვის გაცნობა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც
1. ჟურნალი " ტურიზმი და დასვენება " - ტირაჟი 5000 ეგზემპლარი / პერიოდიკა - თვეში 2-ჯერ.
ერთადერთი ქართულენოვანი გამოცემა ტურიზმის და დასვენების შესახებ. გამოცემის მიზანია ტურიზმის, კულტურის, და დასვენების სფეროს ინფორმაციული მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობა. გამოცემაში შეგიძლიათ იხილოთ სიახლეები, უცხოური და ქართული კურორტების მიმოხილვა, ტურისტული ბიზნესის საინტერესო მაგალითები, მსოფლიოს ცნობილი სასტუმროების მიმოხილვა, ინფორმაცია უახლესი წიგნების შესახებ, სხვადასხვა სასმელების ისტორია, ასევე სასარგებლო ინფორმაცია გუდაურის, ბაკურიანის, ბორჯომის და სხვა ქართული კურორტების შესახებ.
ჟურნალი უფასოდ ვრცელდება: საქართველოში მოღვაწე 500-ზე მეტ წამყვან ორგანიზაციაში (ხელმძღვანელ პირებთან), კინოთეატრებში, კონიკას ცენტრებში, ელიტარულ რესტორნებსა და კაფეებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ზაფხულის პერიოდში ჟურნალი ხელმისაწვდოომია საქართველოს საზღვაო კურორტებზეც.
2. ჟურნალი " Welcome to Georgia " - ტირაჟი 5000 ეგზემპლარი / პერიოდიკა - თვეში ერთხელ.
ერთადერთი ყოველთვიური ინგლისურენოვანი გზამკვლევი უცხოელი ტურისტებისთვის. მასში შეგიძლიათ იხილოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია საქართველოს შესახებ. გამოცემის მიზანია ქართული ტურისტული და კულტურული პოტენციალის წარმოჩენა და აღნიშნული მიმართულებების პოპულარიზაცია მსოფლიოში, ასევე ქართულ ტურისტულ, კულტურულ, მეღვინეობის, მშენებლობის ბიზნესში განვითარებული დადებითი მოვლენების და ტენდენციების წარმოჩენა და ფართო საზოგადოების ინფორმირება.
ჟურნალი უფასოდ ვრცელდება: საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებში (საშუალოდ 10-20 ეგზემპლარი), საქართველოში მოღვაწე უცხოურ ორგანიზაციებში და კომპანიებში, სასტუმროებში (მათ შორის ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში), უცხოელების თავშეყრის სხვა მიზანმიმართულ ადგილებში. 20 ივნისიდან ჟურნალი " Welcome to Georgia " უცხოეთში არსებული ყველა საელჩოსშიც იქნება ხელმისაწვდომი.
3. ინტერნეტ პორტალი www.davisvenot.ge / www.welcome.ge (3 ენოვანი საიტი GEO, RUS. ENG)
აღნიშნული ყოველდღიურად განახლებადი პორტალი შეიცავს ოპერატიულ და კატალოგიზირებულ ინფორმაციას ტურიზმის, დასვენების, გართობის, ხელოვნების, კულტურის შესახებ.
საიტი აქტიურად თანამშრომლობს წაყვან რუსულ და უცხოურ ტურისტულ პორტალებთან ( www.travel.ru , www.turizm.ru , www.orbitz.com )
რეკლამა
|