E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
თუშეთი
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი






 


პოპულარული სასმელები

კალვადოსი 2006-01-26 12:51

კალვადოსი არყის ტიპის სპირტიანი სასმელია, რომელიც საფრანგეთში ნორმანდიის პროვინციის საუკეთესო მიწებზე იწარმოება. აღნიშნულ სასმელს ვაშლისგან ხდიან და მასში წყალსა და საფუარს ურევენ. რამდენიმე ხილის ბაზაზე შექმნილ სასმელს უძველესი ისტორია აქვს. უცნობია, თუ როდის დაიწყეს ნორმანდიის ან ბრეტონსკის სოფლებში კალვადოსის გამოხდა. მევენახეობისგან განსხვავებით, ვაშლისა და მსხლის გამოყვანის კულტურა გლეხების ძირითადი საქმიანობა არ ყოფილა. ადვილი შესაძლებელია, რომ სწორედ ამ მიზეზით, სიდრი და მასზე დაყრდნობით შექმნილი სპირტიანი სასმელი დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო მისი "სამშობლოს" ფარგლებს გარეთ.

საიდან არის იგი

ვაშლის სასმელი სიდრი საფრანგეთში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ყურძნისგან გამოხდილი ღვინოები. ძირითადად იგი ნორმანდიაში, ბრეტანსა და ილ-დე-ფრანსში სხვადასხვა ჯიშის ვაშლისგან იწარმოება და დაბალალკოჰოლურ სასმელად ითვლება (გრადუსი მაქსიმუმ 5-6%). პირველი წერილობითი ცნობა აღნიშნული სასმელის შესახებ, 1553 წელს განეკუთვნება, როცა ჟილ დე გუბერვილი მესნილან-ვალიადან აღნიშნავდა, რომ ის დაკავებულია ვაშლის სასმელის დისტილაციით. 1741 წელს კანცლერის ანრი ფრანსუა დ`ეგესოს მოთხოვნით, სამეფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავდა სასმელის მწარმოებელთა ვალდებულებებსა და პრივილეგიებს ნორმანდიაში. თუმცა საჭირო იყო დრო იმისთვის, რომ სპირტიან სასმელს სიდრს თავისი ადგილი მოეპოვებინა. XIX საუკუნეში გავრცელებას იწყებს ტერმინი "კალვადოსი", რაც დაკავშირებულია ერთ-ერთი დეპარტამენტის სახელთან, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის დროს შეიქმნა. ამ სიტყვის ეტიმოლოგია ბევრად უფრო რთულია. რეალურად ეს სახელი "El Calvador" ერქვა ესპანეთის მეფის ფილიპ მეორის გემს, რომელიც 1588 წელს ნორმანდიის სანაპიროზე გაჩერდა.

დროთაგანმავლობაში კალვადოსის წარმოება გაფართოვდა. სასმელის გამომხდელმა ქარხნებმა მეზობელ პროვინციებში, მაგალითად ლა-მანშში, აღნიშნული სახელწოდების გამოყენება დაიწყეს ნორმანდიელი მწარმოებლების საზიანოდ, რომელთაც სასამართლოში ვერ დაიცვეს საკუთარი უფლებები. პირველი მსოფლიო ომის ჯარისკაცებს შორის ფართოდ გავრცელებული სასმელი პოპულარული რეგიონს გარეთაც გახდა, სადაც იგი პირველად გაჩნდა. ამდენად, სახელწოდების დაცვა საკმაოდ რთულ საქმედ იქცა. 1941 წელს ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ყველა სპირტიანი სასმელის რეკვიზირების შესახებ, თუმცა კალვადოსი ჩვეულებრივ სპირტიან სასმელებს შორის არ გარიეს. ამიტომაც 1942 წელს შეიქმნა ორი დეკრეტი, რომელსაც ამ სასმელთან დაკავშირებით უფლებები უნდა დაეცვა. ერთი ადგენდა სახელწოდებას ვაშლის სასმელზე ნორმანდიიდან, ბრეტანიდან და მენადან, ხოლო მეორე  ამყარებდა კონტროლს კალვადოსების წარმოებაზე ოჟის დეპარტამენტში.

ხარისხი და შემადგენლობა

კალვადოსის ხარისხი პირველ რიგში ვაშლზეა დამოკიდებული. ნორმანდიაში ვაშლის უამრავი ჯიში ხარობს. მათგან იქმნება სხვადასხვატიპის სიდრა: "ტკბილი", "მოთკბო", "მწარე" და "მჟავე". შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ნაყოფში მჟავის შემცველობაა. სიდრას წარმოებისთვის ოფიციალურად რეკომენდირებულია ვაშლის 48 ჯიში. ითვლება, რომ იდეალური ვარიანტია, როცა სასმელის შემადგენლობაშია: 40% ტკბილი ვაშლი, 40% მწარე, ხოლო 20% მჟავე.

რაც შეეხება მსხლისგან დამზადებულ სასმელს, მისი მომზადება მეორეხარისხოვანია, მაგრამ მასში ამატებენ 5-დან 15%-მდე მსხლის სიდრას, რათა სპირტიანი სასმელის გემოს ხარისხი გაუმჯობესდეს. პირველი გამოხდის შემდეგ, იღებენ 25-27% სიმაგრის სპირტს, ხოლო მეორე გამოხდისას მისი გრადუსი 70-75%-მდე იზრდება. მოგვიანებით, მიღებულ სპირტს სხვადასხვა დროით მუხის ან წაბლის კასრებში ინახავენ. დაძველების შემდეგ, სპირტში 40%-მდე წყალს ამატებენ.

 ხის მჟავიანობის შემცველი სპირტის  ხსნარი ქარვისფერი ხდება. მოგვიანებით, სხვადასხვა დაძველების, ტერიტორიისა და ნაყოფის სასმელს ერთმანეთში ურევენ. განსაზღვრულია "კალვადოსის" დასახელების 10 ტერიტორია და მხარე. აღნიშნული ოპერაციის წყალობით (გრძელდება რამდენიმე თვეს) მართლაც საუცხოო სასმელი მიიღება. კალვადოსის წარმოება ძირითადად ორ დეპარტამენტში: კალვადოსსა და ორნში, ასევე ნაწილობრივ ლა-მანშის დეპარტამენტშია კონცენტრირებული.

თანამედროვე მსოფლიოში

არსებობს კონტროლირებული წარმომავლობის ორი დასახელების კალვადოსი: კალვადოს დიუპეი-დ`იოჟი, რომელიც სამი დეპარტამენტის (ერთ-ერთი კალვადოსია) საზღვარზე მდებარეობს და კალვადოსი, რომელიც ნორმანდიის ჭალაში იწარმოება. კალვადოსის წარმოების ცენტრად პეიდოჟი (Pays d?Auge)  ითვლება. სწორედ იქ ამზადებენ  ყველაზე კეთილშობილი სახეობის კალვადოსს. ვაშლის სასმელი დამზადებული აღნიშნულ რეგიონში არის "ო-დე-ვი-დე სიდრი" (Eaux-de-vie de Cidre), "ო-დე-ვი-დე ნორმანდი" (Eaux-de-vie de Normandie), "დე ბრეტანი" ან "დიუ მენი" (du Maine). ვაშლის სპირტიანი სასმელი, რომელსაც უფლება არ აქვთ "კალვადოსი" უწოდონ, ჩვეულებრივ ვაშლის ბრენდად ან "aquardiente di sidre-ად (სპირტიანი სიდრი) იწოდება. სასმელზე ასაკის მითითება აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ დაძველება მითითებულია, მაშინ ის შემდეგ წესებს უნდა პასუხობდეს:

"ტრუა ეტუალი" (Trois Etoiles-"სამი ვარსკვლავი", საფრანგეთი), "ტროა-პომი" (Trois Pommes-"სამი ვაშლი", საფრანგეთი)-სამწლამდე დაძველება ხის კასრებში.

"ვიე" (Vieux)-"ძველი", "რეზერვი" (Reserve)-მინიმუმ სამწლიანი დაძველება ხის კასრებში.

"ვო" (V.O.), "ვიეი-რეზერვი" (Vieille Reserve)-მინიმუმ, 4-წლიანი დაძველება ხის კასრებში.

"ვსოპ" (V.S.O.P.)-მინიმუმ 5-წლიანი დაძველება ხის კასრებში.

"ექსტრა" (Extra), "ნაპოლეონი" (Napoleon), "ორდ?აჟი" (Hors d?Age), "აჟ ინკონი" (Age Inconni)-მინიმუმ, 6-წლიანი დაძველება ხის კასრებში.

რომელი სჯობს

რაც უფრო მეტად არის კალვადოსი დაძველებული, მით უფრო სასიამოვნო გემო აქვს მას და უფრო ძლიერია ვაშლის არომატი. დაძველებასთან ერთად მას ქარვის ან კონიაკის ფერი დაკრავს. დიდი ხნის მანძილზე კალვადოსი დაბალალკოჰოლურ სასმელად  ითვლებოდა და მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი მისი რამდენიმე მაღალი ხარისხის მარკის გამოაშკარავება. ახლა კალვადოსის, როგორც მსხვილი, ისე მცირე მწარმოებლები მი-

ისწრაფვიან მაღალხარისხიანი სასმელის წარმოებისაკენ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შემდეგი ფირმების კალვადოსი: "ბიუსნელი" (Busnel), "ბულარი" (Boulard), "პეპე მაგლუარი" (Рере Magloire), "ფიეფ სენტ-ანნი" (Fiefs Cent-Anne), "მ.დიუპონი" (М. Dupon).

მაღალი ჰარმონიულობით განსხვავდება ერთმანეთისგან პერ ჟიულის (Pere Jules) მარკის კალვადოსი, რომელსაც "ლეონ დეფრიში" (Leon Desfrieches) აწარმოებს სენტ-დე-ზირადან და მარკიზ დ`აგესოს მარკის (Marquis d?Aquessean) კალვადოსი, რომელსაც ფირმა "ჰებერტო" აწარმოებს. კალვადოსი საუკეთესო სასმელია ტრაპეზის დასრულებისთვის. თუ მენიუ ბევრი კერძისგან შედგება, ამ სასმელის მიღება მათ შორის თავისუფლად შეიძლება. მაგიდაზე გატანის დროს მას ოთახის ტემპერატურა უნდა ჰქონდეს. მას ასხამენ კონიაკის ჭიქაში. ის საუკეთესო საშუალებაა საჭმლის მონელებისთვის.

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სთავაზობენ სასმელს დამზადებულს ვაშლისა და მსხლისაგან, რომელსაც 40-45% გრადუსი აქვს და რომელსაც ობსტლერს (Obstler) უწოდებენ. აღნიშნული სასმელის ბოთლის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, თუ რა ხილისგან არის იგი დამზადებული. ვაშლის ბრენდს ასევე ამზადებენ ბულგარეთში, უნგრეთში, გერმანიაში, რუმინეთში, პოლონეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. სასმელის წარმოების დროს, ძირითადად მეორდება წარმოების ტექნოლოგიური პირობები, თუმცა ყოველ ქვეყანას თავისი თავისებურება მაინც აქვს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაშლის სასმელში სხვა ხილის დამატებაც არის მიღებული. ვაშლის ბრენდებს განსაზღვრული ნაციონალური დასახელება აქვს. მაგალითად, ბულგარეთში მას ვაშლის რაკიას, აშშ-სა  და ინგლისში კი ვაშლის ჯეკს უწოდებენ.

 

 

 



 



  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 







 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2014 Davisvenot.GE
web stats script