თეატრი"გლობუსი" მეტეხის თეატრის მემკვიდრეა. ის 1974 წელს შეიქმნა, მაგრამ 1988 წლიდან შენობა მეტეხის ტაძარს გადაეცა და გარკვეული პერიოდი თეატრი "ძველ სახლში" იყო განთავსებული.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი თითქმის რვა ათეული წელია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში თვალსაჩინოდ გამოიკვეთა თეატრის სახე, მისი ხასიათი, სტილი, ტრადიცია და მთლიანად შემოქმედება.
იმ დროს, როდესაც საქართველოში არც შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური პირობები არსებობდა, ხოლო კულტურის პოლიტიკა ქვეყნის განვითარების შესაბამისობიდან შორს იყო, თბილისში რუსთაველის პროსპექტზე ახალი თეატრი, "თეატრალური სარდაფი” გაიხსნა.