E-ႯႳႰႬႠႪႨ
სიახლეები
ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara »
მსოფლიოს სასტუმროები »
დამსვენებელთა ისტორიები
საინტერესო ინფორმაცია »
პოპულარული სასმელები
ფოტოგალერეა

  ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႤႡႨ
Top 10 შემოთავაზება »
ცხელი ტურები
ტურიზმი საქართველოში »
დასვენება ზღვაზე
ბაკურიანი
დასვენება მთაში
სიღნაღი
სვანეთი
თუშეთი
თბილისის გზამკვლევი »
რესტორნები და ბარები »
თბილისის სასტუმროები
უძრავი ქონება - სააგენტო »
გამოფენები და კონფერენციები »
მსოფლიოს ტურისტული სააგენტოები »
თურქეთი »
ტურისტული კომპანიები »
საიტების კატალოგი
პარტნიორები
რელიგიური ტურიზმი
ჩვენს შესახებ
ბინები დღიურად
ჰოსტელი








ქართული კურორტები ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara ბორჯომი

ბორჯომი 2005-06-10 12:04

საქართველო რომ კურორტების ნაკლებობას არ განიცდის, ახალი ამბავი ნამდვილად არაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბევრი მათგანის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის შეგროვება ყოველთვის რთული საქმეა და დიდ დროს საჭიროებს. ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას შევეცდებით და დღეს, თქვენს ყურადღებას ბორჯომზე შევაჩერებთ.

მდებარეობა:  ბორჯომი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მისი ფართობი 1190 კვადრატული კილომეტრია. ტერიტორიის 60-65% წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყითაა დაფარული. გეოგრაფიული მდებარეობა ხეობის თავისებურ ჰავას განაპირობებს. კლიმატური მრავალფეროვნება ბორჯომის, როგორც საკურორტო, ასევე სამკურნალო ზონის როლს კიდევ უფრო ზრდის. დასახლება მაღალი მთებითაა გარშემორტყმული. რეგიონში თბილი ზაფხული და რბილი ზამთარი იცის. სასიამოვნო ჰაერი და ბუნებრივი პირობები ამ ადგილს მიმზიდველსა და დაუვიწყარს ხდის.

 

როგორ მოვხვდეთ ბორჯომში: დღეს ბორჯომში მოხვედრის ბევრნაირი გზა არსებობს. თუმცა ერთ–ერთი ყველაზე მოხერხებული და მეტნაკლებად ხელმისაწვდომი მიკრო-ავტობუსებია. თბილისიდან ბორჯომში მოსახვედრად მხოლოდ დიდუბეში გასვლაა საჭირო. იქვე, მეტროსთან ან ე.წ. "ოკრიბას” ავტოსადგურში ყოველთვის დგას ბორჯომის მიმართულებით მიმავალი სამარშრუტო ტაქსი. ისინი დილის 9-დან ყოველ საათში ერთხელ გადიან. თუმცა, მაინც დილით ადრე მისვლა სჯობს. მგზავრობა 7 ლარი დაგიჯდებათ, მაგრამ თუ მთლიანად მიკრო-ავტობუსის დაქირავება გადაწყვიტეთ, ერთი გზა დაახლოებით, 100 ლარი ღირს. 

(მძღოლების საკონტაქტო ტელეფონებია: 899950283-დიმიტრი ან 893262179-ავთო)

ბორჯომიდან ბაკურიანამდე მგზავრობა კი სულ რაღაც 3 ლარია.

 

ავტობუსების შემთხვევაში ცოტა რთულადაა საქმე. როგორც ამბობენ, თუ ყველა ადგილი არ შეივსო, არ გადიან. შესაბამისად, რეგულარული რეისიც არ სრულდება.

რაც შეეხება კერძო მანქანის აყვანას, ესეც შესაძლებელია, უბრალოდ ძვირი სიამოვნებაა – დაახლოებით 80-100 ლარი.

როგორც კი ბორჯომის გზას დაადგები, ფასები ნამდვილად გავიწყდება. დანიშნულების ადგილის მიმართულებით გზა დიდი ხანია დაგებულია. ასე რომ, კომფორტულ მგზავრობაში ეს პრობლემა ხელს არ შეგიშლით. თუ არა და, ზოგიერთ ადგილას ნახავთ მიმაგრებულ წარწერებს: "ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის, გზა თქვენთვის შენდება". თვით ქალაქში გადაადგილებაც არ არის რთული – მოძრაობს სპეციალურად ჩამოყვანილი ავტობუსები, ასევე მიკრო–ავტობუსები სხვადასხვა სოფლის მიმართულებით.

 

ტელეკომუნიკაცია: რეგიონთან სატელეფონო კავშირის დასამყარებლად საჭიროა რაიონის კოდი: 267. რაც შეეხება მობილურ სატელეფონო კავშირს, ის მთელს რეგიონზე ვრცელდება. იგივეს თქმა შეიძლება ტელევიზიებზეც. ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანია "ბორჯომი"ეთერში ძირითადად საინფორმაციო გადაცემებს უშვებს. ისე კი, დამსვენებლებს რუსთავი 2-ისა და იმედის ცქერა ყოველთვის შეუძლიათ.

 

ბორჯობს ზაფხულშიც და ზამთარშიც ბევრი დამსვენებელი ჰყავს. განსაკუთრებით პოპულარული კი, ალბათ, მაინც ბაკურიანია. ეს სამთო კურორტი საერთაშორისო მნიშვნელობისაა და ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებისთვის საჭირო ყველანაირ პირობას ქმნის.

 

ღირსშესანიშნაობები: უშუალოდ ბორჯომი მდიდარია სანახაობებით. ასეთია, მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც მთელს კავკასიაში ერთ–ერთი პირველია. აქ ტყეების დიდი ნაწილი ხელუხლებლად არის შენარჩუნებული. პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 9 ძირითადი ტურისტული მარშრუტი. ასე რომ, ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილისამებრ, ცხენებით დაათვალიერონ მიდამოები და ღამე ტყეშივე, სპეციალურ პატარა სახლებში გაათიონ. ბილიკების უმრავლესობა აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე მოქმედებს. 

 

საინტერესოა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც ერთ–ერთი უძველესია. შენობა, რომელშიც მუზეუმია განლაგებული, 1890 წელსაა აშენებული და უნიკალურია თავისი არქიტექტურით. მუზეუმში დაცულია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა სახის ექსპონატი. გახსნილია რამდენიმე ექსპოზიცია, რომლებშიც ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული ნიმუშების გარდა, პირველყოფილი ადამიანის ქვის იარაღები, ბრინჯაოს ხანის ადამიანთა კულტურის ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღებია წარმოდგენილი.

ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებითა და სამონასტრო კომპლექსებით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ მწვანე მონასტერს, ქვაბისხევის წმ.მარიამის ეკლესიას, დაბის ეკლესიასა და სხვა. საკურორტო ქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან გოგიას ციხე დაჰყურებს თავს. მსგავსი ოთხკუთხა კოშკები ქართულ არქიტექტურაში XIV საუკუნეზე გვიან არ გვხვდება. მისი ქონგურებიდან ქალაქი განსაკუთრებით ლამაზი სანახავია. ციხე ფეოდალ ავალიშვილებს ეკუთვნოდათ და დღემდე გოგია ავალიშვილის სახელს ატარებს.

 

საყოფაცხოვრებო პირობები: დღესდღეობით რაიონში არც ისე კარგი მდგომარეობაა. გაზი და შუქი თითქმის ყოველთვის აქვთ, მაგრამ  წყლის სისტემა, გაგიკვირდებათ და, არაა მოწესრიგებული. ფასები ბაზარსა თუ მაღაზიებში რადიკალურად განსხვავებული არ არის. თუმცა დედაქალაქთან შედარებაც არ შეიძლება. წარმოდგენის შესაქმნელად, პროდუქტსაც და ტანსაცმელსაც, დაახლოებით ისეთი ფასები ადევს, როგორც თბილისის პრესტიჟულ უბნებში. არჩევანიც არ არის დიდი. სუვენირების დახლებს ან ბუტიკებსაც ვერსად ნახავთ. თუმცა, ეს, ალბათ, ზოგად წარმოდგენას ბორჯომზე სულაც არ აკნინებს. აქ ხომ მთავარი ბუნება და დასვენებაა.

ტურისტებისთვის შესაბამისი პირობები მაინცაა შექმნილი.

სასტუმროები: სასტუმროების თვალსაზრისით ბორჯომში ნორმალური სიტუაციაა. მაგალითად, "ბორჯომი", "ბორჯომის ხეობა","ვილა პარკი"და რამდენიმე სხვა, ცენტრთან ახლოს მდებარეობენ და ნებისმიერისთვის ადვილი მისაგნებია. ფასები უცხოურ კურორტებთან შედარებით, უცხოელებს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოთ. ქართველებისთვის კი ხელმისაწვდომი, მაგრამ არც ისე დაბალია. ცალკე სახლებში ოთახების დაქირავებაც შესაძლებელია და საშუალოდ დღეში 30-35 ლარიდან იწყება. ყველაზე ძვირი ბორჯომ–ხარაგაულის პარკთან ახლოს მდებარე ბინებია. ალბათ,  ეს ადგილი განსაკუთრებით პრესტიჟულად ითვლება.

 

საჭმელი: დაბინავების და სხვა პრობლემები თითქმის მოგვარებულია. მაგრამ რა უნდა ქნას ტურისტმა, თუკი ბორჯომში ჩასულს სასტიკად მოშივდა. გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს. იქვე ცენტრში რამდენიმე კაფე და სახაჭაპურეა. თუმცა, ადგილობრივების მოწონებითაც კი დიდად ვერ სარგებლობს. ამ სფეროში გამოცდილები თვლიან, რომ საუკეთესო საშუალება ჯერ მხოლოდ ბორჯომს გარეთ გასვლა და სადმე ახლოს, თუნდაც ახალდაბაში, გემრიელად მირთმევაა.

 

დღესასწაულები: თუ ტრადიციების მოყვარული მოგზაური ბრძანდებით, ოქტომბერში "ბორჯომობა" იმართება. ადგილობრივები ამ დღესასწაულს თავისებური წესებით აღნიშნავენ.

 

მინერალური წყლები: და ბოლოს, ის, რაც ყველაზე მთავარია და რისთვისაც სტუმრობენ ძირითადად  ბორჯომს - მინერალური წყლები, რომლებზეც უკვე ლეგენდები დადის. წყალი მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტებითა და მრავალი დაავადების წინააღმდეგ საუკეთესო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. ხეობაში რამდენიმე წყარო ამოდის და ყოველი მათგანი განსხვავებული თვისებებით ხასიათდება. დღეს ბორჯომის მინერალურ წყლებს მთელი მსოფლიო კარგად იცნობს. თუმცა ლეგენდაზე შეიძლება უმეტესობას არც კი სმენია. ამბობენ, რომ სადაც ამჟამად პარკია გაშენებული, ადრე გრენადერთა პოლკი იყო დაბანაკებული. ხეების ჭრის დროს, შემთხვევით, მიწის სიღრმიდან მოჩუხჩუხე წყაროს გადაჰყრიან. უგემრიელესი წყალი უცნობი დაავადებით დატანჯულ პოლკის უფროსსაც გამოუყენებია და განკურნებულა. წყლის უნიკალურობას ახლა უკვე საერთაშორისო გამოფენებზე მოპოვებული ოქროს მედლებიც ადასტურებს.


განახლებულ ბორჯომ–პარკში, რომელიც შარშან, 12 აგვისტოს გაიხსნა, წყლისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი. მალე ის შუშით დაიხურება და მინერალური წყლის წაღება ყველა მსურველს ძველებურად შეეძლება. იქვე პარკში მოწყობილია კინოთეატრი, ატრაქციონები ბავშვებისთვის, სპეციალური შემინული დარბაზი, სადაც საქართველოს მაკეტი ინახება. რესტორნების, ბარების, სპორტ–კლუბებისა და სხვა გასართობი დაწესებულებებისთვის განკუთვნილი ტერიტორიები უკვე არენდითაა გაცემული და მალე ამოქმედდება. საბაგირო კვლავინდებურად ფუნქციონირებს. პარკს პოლიცია იცავს, შესაბამისად, უსაფრთხოებაც დაცულია.

 

თბილი მინერალური წყალი ლიკანშიც მოიპოვება. ძველი სანატორიუმი დამსვენებლებს სხვადასხვა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებით ემსახურებოდა. ახლა შენობა გაყიდულია და არავინ იცის, შეინარჩუნებს თუ არა თავის ფუნქციას მომავალში.

ეს ადგილი თავისი სილამაზით ძველი დროიდანვე ცნობილია და ახლაც არ კარგავს აქტუალობას. სავსეა დამსვენებლებით, განსაკუთრებით კი ბავშვებით, რომელთა ჯანმრთელობაზე მშობლები ადრეული ასაკიდანვე ზრუნავენ. თუმცა, ასაკს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. კურორტზე დასვენება ხომ ყველასთვის ერთნაირად მისაღები და სასარგებლოა.

 

მოკლედ, თუ გადაიღალე და ჯიბის სისქეზე საფიქრალი არ გაქვს, ბორჯომი ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია განტვირთვისა და სიამოვნებისთვის.

ბორჯომის სასტუმროები

 

 

წაღვერის სასტუმროწბი



 





  ႣႶႨႱ ႸႤႫႭႧႠႥႠႦႤႡႠ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 







 






 

 

 



 

 



  ႠႥႨႠႰႤႨႱႤႡႨႱ ႢႠႬႰႨႢႨ
 
სრულად...
    დამზადებულია ITDC–ს მიერ
    მართვის სისტემა ITDC Site Admin–ის გამოყენებით
© 2014 Davisvenot.GE
web stats script