თბილისი სასტუმრო „ასტორია“

სასტუმრო „ასტორია“ მდებარეობს ძველი თბილისის ისტორიულ უბანში, კერძოდ მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. სასტუმროდან ფეხით სავალ ნაწილზე განთავსებულია ქალაქის ისტორიული ძეგლები, მაღაზიები, გალერეები, მუზეუმები, ძველი თბილისის თვალსაჩინო ადგილები, თეტრები და კულტურული სანახაობები.

ექვსსართულიან სასტუმროში 41 ნომერია და თითოეული მათგანი წარმოადგენს კლასიკური და თანამედროვე დიზაინის ელემენტების კომბინაციას. სასტუმროს ოთახები კეთილმოწყობილია ყველა საჭირო თანამედროვე საშუალებებით: საკაბელო ტელევიზია, ტელეფონი, უკაბელო ინტერნეტი, ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი. ნომრებს აქვს აივნები, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. ასტორია თბილისი წარმოადგენს მყუდრო, კეთილმოწყობილ სასტუმროს ყურადღებიანი პერსონალითა და საუკეთესო 24 საათიანი მომსახურეობით.
სასტუმროში არის, როგორც ღია, ასევე დახურული ავტოსადგომი სტუმრებისათვის.
გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას
მის: 0112, საქართველო, თბილისი, დ.აღმაშენებლის გამ. 189a
ტელ:  +995 32 234 49 92
Email: astoria.tbilisi@yahoo.com, info@astoriatbilisi.ge